loader

"ფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა! ეს როგორ გააკეთეთ? ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები..." - თამრიკო ჭოხონელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა! ეს როგორ გააკეთეთ? ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები..." - თამრიკო ჭოხონელიძე

"ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები, ნაყიდი, რაღაცნაირად დასუსტებულები და გაბოროტებულები და ძალიან მშიშრები. თქვენ რა ძალა გაქვთ? 5 კაცი დაესიეთ ერთ კაცს, არ გრცხვენიათ? ფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა. ეს როგორ გააკეთეთ, ასე როგორ გიყიდეს? ან ეს ყველაფერი ხომ ერთდღიანია? დარწმუნებული ვარ, ის მშობლები არიან თქვენი მშობლები, ხახვსა და კარტოფილზე გაყიდულები. ამ ხახვებს ყურებზე თავად დაგაჭრიან. ვერავითარ შემთხვევაში თქვენი მონაგარი ვერ ჩამოირეცხავს იმ ძალიან დიდ ცოდვას, რასაც თქვენ ახლა თქვენივე თანამემამულეების წინაშე სჩადიხართ", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე "TV პირველთან".

ცნობისთვის, ღამით თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს; "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმა ჩიქოვანს; "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს და სახლში მიუცვივდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანს.