loader

“რაც უნდა სახელები გადაირქვან, შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იმავე ადამიანებად რჩებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ“ - კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რაც უნდა სახელები გადაირქვან, შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იმავე ადამიანებად რჩებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ“ - კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე

“რაც უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იმავე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით. დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ და აკეთებენ“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია.

კახა კალაძის შეფასებით, ეს ადამიანები ძალიან დიდ ბოროტებას ავრცელებდნენ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და არ შეცვლილან არც ახლა; უბრალოდ, მათი შესაძლებლობები შეზღუდულია.