loader

რას აცხადებს ვახტანგ გომელაური გუშინ მომხდარ თავდასხმებზე, როდესაც უცნობი პირები რამდენიმე მამაკაცს ქუჩაში გაუსწორდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებს ვახტანგ გომელაური გუშინ მომხდარ თავდასხმებზე, როდესაც უცნობი პირები რამდენიმე მამაკაცს ქუჩაში გაუსწორდნენ

“არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე - ყველანაირ თავდასხმას ვგმობ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.

„გუშინ გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს.