loader

"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია - წამლად რომ უნდოდეთ აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავთ" - რას წერს დავით გორგილაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია - წამლად რომ უნდოდეთ აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავთ" - რას წერს დავით გორგილაძე?

მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია. წამლად რომ უნდოდეთ (და ფაქტია, სასიცოცხლოდ სჭირდებათ) აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავთ. მათი ქმდებების დრამატურგია სამოქალაქო საზოგადოების გულწრფელი შემოქმედების ძალიან დაბალხარისხიანი ასლებისგანაა შეკოწიწებული. ხარისხს ვინ ჩივის, კომიკური გახდა. კომიკურსაც აიტანდა ადამიანი (ბოლო-ბოლო გაიცინებ მაინც და ეგეც ხეირია), მაგრამ ამ კომიკურობას ქვეყნის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება ხურდაში.

რჩევის მიმცემი იქით იყოს და ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა და ეტყოდა, ამას მაინც ნუღარ იკადრებთ კაცებო და ქალებო, უხერხულიაო. ერთი ისაა, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და ბოღმის რადიაცია, რომელსაც ხელისუფლება ასხივებს განწირულია სიმართლის წინააღმდეგ. სიმართლის, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, თავისუფალი და გულწრფელი ადამიანების ამოძახილია - დაუგეგმავი და დაუძალებელი ამოძახილი. ქართული სიმღერის მსგავსი ამოძახილი.ეს ხმა ისმის. ისმის მკაფიოდ.ეს პროტესტი მრავალხმიანია. ისევე, როგორც საქართველო," - წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში