თბილისში 11 მაისს "ევროპის მარში" სამ ლოკაციაზე დაიგეგმა
11 მაისს თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა. კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო "300 არაგველთან" შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, "მეტრო 300 არაგველი".
სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.