loader

"ვიღაცა ნათია წერს, რომ მაგარი ფულისტი ვყოფილვარ..." - ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი POSTV-ის ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღაცა ნათია წერს, რომ მაგარი ფულისტი ვყოფილვარ..." - ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი POSTV-ის ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს პასუხობს

ფოტოგრაფი მარი ნაკანი მის მიმართ POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის შეურაცხმყოფელ "ფეისბუქპოსტს" პასუხობს:

"იცით, რომ ეს ფოტო, რომელიც ალბათ ბევრს გეყენათ windows ეკრანებზე, 21 წლის გადავიღე. მე, რომელმაც სრული სიღარიბიდან, სიბნელიდან და სიცივიდან, როცა საყვარელი გამზრდელი ბაბუ, ტონი კალანდარიშვილი ხელებში ჩამაკვდა, როცა მეუღლე დამშორდა, როცა 20 წლის მარტოხელა დედა ვიყავი, თავად პატარა, პატარა ბავშვით ხელში, მივადექი გურამ წიბახაშვილს სრული არაფრით ხელში, უკამეროდ, უკომპიუტეროდ, არც ფოტოების გადაღება ვიცოდი, მჭირდებოდა მოტივაცია, მიზანი, გადარჩენა! იმის მერე ზუსტად 22 წელია, რაც ფუტკარივით ვმუშაობ. ჟანრი, კომერცია და მოდა არ არსებობდა საქართველოში, მე რომ ვწვალობდი, ვიგონებდი ათას იდეებს და ვცდილობდი, ქართული რეკლამა განმევითარებინა. გამომდიოდა კიდეც, მაგრამ ძალიან რთულად. მაშინ არც ინტერნეტი მქონდა, არც პინტერესტის და არც იუთუბის ფუფუნება. შენით უნდა შეგექმნა და გამოგეგონა ყველაფერი ნულიდან. მიუხედავად პოპულარულობისა, იმდენად არ ფასდება ფოტოგრაფის შრომა საქართველოში, რომ დღემდე ვერ შემიძენია 30 კვადრატული ფართობის სტუდიაც კი, დედამ სახლი დაკარგა და ვქირაობ მისთვის 20 წელია ბინას. მე ვაშლიჯვარში ვცხოვრობ პაწაწკინტელა, ასანთის კოლოფისხელა ბინაში, დანჭყრეული "გოლფ 4"-ით ვმოძრაობ მე-15 წელია, ვერ გამომიცვლია მანქანა. ეს ყველაფერი არ მამძიმებს, პირიქით, მამსუბუქებს, სუფთა ვარ სინდისთან, ალალი ვარ ხალხთან, თავისუფალი ვარ და ბედნიერი, გადავცემ ჩემს უნიკალურ და უდიდეს გამოცდილებას ქართველ სტუდენტებს და ემიგრანტებს მსოფლიოს გარშემო და პურის ფულზე მყოფნის. ამ ფოტოებში ჩემი ძვირფასი მამამთილის, სანდრო მამასახლისის სურათი შეგხვდებათ, ერთად რომ ვჭუკჭუკებთ სოფელში. დაგუგლეთ ერთი, რა კაცი იყო. ამის შემდეგ ჩემი გოგიტას ფოტოა, ისიც დაგუგლეთ @g_mamasakhlisi ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით, რა ოჯახიდან ვართ ჩვენ და ვისი ფესვები გვაქვს,

ფოტო ჩამიგდეს, ვიღაცა ნათია წერს, რომ მაგარი ფულისტი ვყოფილვარ. საკითხავი ისაა, სად ვხარჯავ მაგ ფულებს. მილიარდერები ოცნებობენ, ხოლო ღარიბნი ვცხოვრობთ დღევანდელი დღით და ვივსებით თავისუფლების შეგრძნებით" - წერს ფოტოგრაფი.