loader

“20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა“ - საია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა“ - საია

“20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა, ანუ წამების აკრძალვა. სასამართლომ, მომჩივანთა სასარგებლოდ, სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა“, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს აქციებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.