loader

მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის  ცხედარიც იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის  ცხედარიც იპოვეს

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.

იქამდე მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დილითვე მიაგნეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარსაც, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს 3 მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვნენ და მდინარეში გადაცვივდნენ.

14 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა მდინარიდან ორი დღის წინ ამოასვენეს.