loader

"ბევრი ადამიანი მწერს და ითხოვს ჩემგან პოზიციის დაფიქსირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით" - ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ფხა­კა­ძის შ­ვი­ლი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი ადამიანი მწერს და ითხოვს ჩემგან პოზიციის დაფიქსირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით" - ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ფხა­კა­ძის შ­ვი­ლი მიმართვას ავრცელებს

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ფხა­კა­ძის შ­ვი­ლი, ცნო­ბილ­ი "ინფლუ­ენ­სერი"­ ანი ფხა­კა­ძე, "ინსტაგრამზე" მიმართვას ავრცელებს.

"ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი მწერს და ითხოვს ჩემგან პოზიციის დაფიქსირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მე ყოველთვის შორს ვიყავი პოლიტიკისგან და თავს ვიკავებდი განცხადებების გაკეთებისგან, მაგრამ დღეს უბრალოდ მთელი გულით მინდა, რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ: მე გვერდში ვუდგავარ თითოეულ თქვენგანს, რომლებიც გარეთ ხართ შეკრებილები და ასე იბრძვით ქვეყნის მომავლისთვის.

მე ყოველთვის ძალიან გულწრფელი ვიყავი ჩემი გამომწერების მიმართ და ამიტომაც თქვენგან ძალიან დიდ სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობდი.

უკვე 12 წელია ევროპაში ვცხოვრობ და ჩემს ოჯახთან ერთად მთელი გულით ვიზეიმე ევროკავშირის სტატუსის მიღება.

დღეს მე ძალიან გული მწყდება, რომ ვხედავ ამ ბოლო დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

ჩვენ გავიზარდეთ დასავლური ღირებულებებით და ყველა, ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ან ჰქონია მათთან მცირეოდენი შეხება, ძალიან კარგად იცის, რომ ისინი ყოველთვის გვერდში უდგანან ქართველ ხალხს და წლების განმავლობაში ოჯახსა თუ მის გარეთ ამკვიდრებენ სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს და ფასეულობებს.

მე ყოველთვის გვერდში ვუდგავარ და ვედგები ჩემს საქართველოს, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეგობრებს! არა რუსულ კანონს!" - წერს ანი ფხაკაძე.

ცნობისთვის, ლევან ფხაკაძემ რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება".

მისივე თქმით, გამჭვირვალობა კი არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშვალდებულების, საზოგადოების ინფორმირებულობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სწორედაც ევროპულ სტანდარტებს.