loader

"ალო, შალვა რამიშვილი, ხო მშვიდობაა? ახლა ვფიქრობ, სასამართლოში გიჩივლოთ, თუ გავატარო ისეთი ღადაობაა" - ნინო დარასელი "პოს TV"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალო, შალვა რამიშვილი, ხო მშვიდობაა? ახლა ვფიქრობ, სასამართლოში გიჩივლოთ, თუ გავატარო ისეთი ღადაობაა" - ნინო დარასელი "პოს TV"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"ფორმულას" გადაცემის, "მე-17 სართულის" ერთ-ერთი წამყვანი ნინო დარასელი "პოს TV"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილმა რევოლუციის ფული საქართველოში ნინო დარასელს და ნინო დვალს გამოატანა.

ნინო დარასელი სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილსა და"პოს TV"-ს საჯაროდ მიმართავს.

"ალო, შალვა რამიშვილი, "პოს TV" ხო მშვიდობაა? ვინ მოგნიშნოთ კიდევ არ ვიცი. ბუდარიაა? ლარნაკაში კი ვარ, ჩემი ნათლიის დაბადების დღეზე, როგორც ბოლო 5 წელია 5 მაისს 65 ექიმთან ერთად.

ახლა წავაკითხებ და ყველას ერთად დავაცინინებ, ამ, არც კი ვიცი რა მოგონილისთვის. კაი მე ჯანდაბას, მისის სმიტი გგონივართ და ნინო დვალი რაღა შუაშია. ისე აქედან მასთან ერთად მადრიდში მივდივარ და გეგულებათ იქაც ვინმე ?

ვაიმე, ვაიმე, როგორ დაგცინებთ. დათო კეზერაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს მინახავს. არ მაქვს პრობლემა გაცნობის, უბრალოდ ასე მოხდა აქამდე.

ახლა ვფიქრობ, სასამართლოში გიჩივლოთ, თუ გავატარო ისეთი ღადაობაა და აღდგომა მოგილოცოთ? სუს-ს მაინც ჰკითხეთ ხოლმე, სანამ რამე მსგავსს …. ს დაწერთ.

მრავალწერტილს ჩემი ნაცნობები შეავსებენ. ლიმასოლში ვარ 6-მდე, თუ რამეა და ვინმე რამე კუშითაა და კიდევ გაქვთ ვარიანტები ასე რამ აგჭრათ ჰა? სერიოზულ პასუხს ვერ გიგონებთ. არ ხართ ღირსი. მაგრამ აღდგომას მაინც გილოცავთ..." - წერს ნინო დარასელი.