აღდგომის დღესასწაულის გამო სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დანიშნა - რა მიმართლებებით იმოძრავებენ ავტობუსები?
აღდგომის დღესასწაულის გამო თბილისის მერიამ სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დანიშნა.
მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ. ავტობუსები დედაქალაქის სასაფლაოების მიმართულებით მეტრო მარჯანიშვილიდან, დელისიდან და ვარკეთილიდან გავლენ.