loader

"რადგან ჩემთვის მაინც ბავშვები ხართ და მაინც ვშფოთავ, ერთ რჩევას შემოგბედავთ" - გია ხუხაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რადგან ჩემთვის მაინც ბავშვები ხართ და მაინც ვშფოთავ, ერთ რჩევას შემოგბედავთ" - გია ხუხაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის გა­ფორ­მე­ბას სჭირ­დე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მყოფ ახალ­გაზ­რდებს და­ეხ­მა­რე­ბა.

ხუ­ხაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდებს ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას სთა­ვა­ზობს.

"ჩვე­ნო სა­ა­მა­ყო ახალ­გაზ­რდე­ბო, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, რა­საც და რო­გორც აკე­თებთ. მომ­წონს, რო­გო­რი პატ­რი­ო­ტე­ბი, ვაჟ­კა­ცე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი ხართ. რო­გორ ოს­ტა­ტუ­რად უმკლავ­დე­ბით ბო­რო­ტი მხე­ცე­ბის კლან­ჭებს და ქვე­წარ­მავ­ლე­ბის შხამს.

მიყ­ვარ­ხართ და მე­ა­მა­ყე­ბით. რად­გან ჩემ­თვის მა­ინც ბავ­შვე­ბი ხართ და მა­ინც ვშფო­თავ, ერთ რჩე­ვას შე­მოგ­ბე­დავთ: თქვენს წა­მო­წყე­ბულ ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ბრძო­ლა­ში სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად მამა არა, მაგ­რამ დედა ქუ­ჩა­შიც გჭირ­დე­ბათ.

ასე­თი დე­დო­ბა დღეს შე­უძ­ლია გა­გი­წი­ოთ პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც თქვე­ნი და ჩვე­ნი გა­გე­ბით, ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი ფი­გუ­რა დარ­ჩა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენ ამ ბრძო­ლას მო­ი­გებთ, მაგ­რამ იფიქ­რეთ იმა­ზე, რომ გა­მარ­ჯვე­ბის ხა­ვერ­დო­ვან გა­ფორ­მე­ბას სჭირ­დე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც ამა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მი­დით, და­ე­ლა­პა­რა­კეთ. მგო­ნია, რომ და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბელ მო­მენ­ტში ეს ძა­ლი­ან გა­მო­გად­გე­ბათ…" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი სოცქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­და­ქა­ლაქ­ში. თუ ადრე საპ­რო­ტეს­ტო ლო­კა­ცია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი იყო, ახლა ახალ­გაზ­რდე­ბი თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა გამ­ზი­რზე იკ­რი­ბე­ბი­ან. დრო­დად­რო ისი­ნი კე­ტა­ვენ გზას. ამ­ბო­ბენ, რომ არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ნონპ­რო­ექტს არ გა­იწ­ვევს. მათ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პრო­ტეს­ტი არც სა­აღ­დგო­მო დღე­ებ­ში შე­ე­წყვი­ტათ. დღეს, 23:0 სა­ათ­ზე, ახალ­გაზ­რდე­ბი ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­თან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან.