loader

"გლოვის ზარმა ჩამოჰკრა... რამდენიმე დღეში სკოლის კედლებიდან უნდა გაეცილებინათ" - ცნობილია იმ 3 ახალგაზრდის ვინაობა, რომლებიც გუშინ ავტომობილით მდინარე ენგურში გადაცვივდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გლოვის ზარმა ჩამოჰკრა... რამდენიმე დღეში სკოლის კედლებიდან უნდა გაეცილებინათ" - ცნობილია იმ 3 ახალგაზრდის ვინაობა, რომლებიც გუშინ ავტომობილით მდინარე ენგურში გადაცვივდნენ

სვანეთში ეკა ვიბლიანი, საბა გვარმიანი და გიორგი ვიბლიანი მდინარე ენგურში ავტომობილით გადაცვივდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია "სვანეთინიუსი" ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო და სკოლას წელს ამთავრებდნენ.

ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში გუშინ გადავარდა. მაშველები მათ ამ დრომდე ეძებენ.

"მძიმე დღე გაუთენდა სვანეთს... გლოვის ზარმა ჩამოჰკრა, სამი ანგელოზი ზეცად წასულა...

ვუსამძიმრებ მშობლებს, ნაკრის თემს, ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს, მათ ხომ რამდენიმე დღეში სკოლის კედლებიდან უნდა გაეცილებინათ ეს ვარსკვლავთგოგო-ბიჭები...

ვუსამძიმრებ მთელ სვანეთს და საქართველოს...როგორი უძლურია სიტყვები..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკატერინე წულუკიძე წერს.