"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს
გაზეთი "კვირის პალიტრა" წელსაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გარდმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.
6 მაისს "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთთან ერთად სწორედ აღნიშნულ საჩუქრებს მიიღებს. მანამდე კი სტამბა "კოლორში" თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ ხატი - "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო", სანთლები და სტამბა აკურთხა.