loader

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ - დემონსტრანტები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ - დემონსტრანტები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!"

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები დემონსტრანტებს, რომლებიც შეუერთდნენ, ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!".

მომიტინგეებმა წრე შემოარტყეს გმირთა მოედანს.

აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.