loader

"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა - არა ძალადობას. არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია!" - გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა - არა ძალადობას. არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია!" - გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს

"არა ძალადობას. არა რუსეთს!საქართველოს გზა ევროპაშია!" - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი Instagram-ზე წერს.

გიორგი ქოჩორაშვილის განცხადებით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება.

"თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!", - წერს ქოჩორაშვილი.