loader

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები 11 დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დემონსტრანტებს ბანერები "არა რუსულ კანონს", "არა რუსეთს, კი - ევროპას" აქვთ.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი 1-ელ მაისს მიიღო.