loader

"ხალხო, ადამიანი გაქრა! გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ" - ნათია ფანჯიკიძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხო, ადამიანი გაქრა! გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ" - ნათია ფანჯიკიძე მიმართვას ავრცელებს

"ხალხო, ადამიანი გაქრა, საჩხერიდან ჩამოსულა გუშინ აქციაზე, თინუშას ძიძის ბიძაშვილი, გელა ნადირაძე, რომელიც ახლობლებმა ტვ კადრებში დაინახეს, როცა მას უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა" - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გელა ნადირაძე არ ჩანს არც დაკავებულთა შორის, არც საავადმყოფოები იძლევიან ინფორმაციას, არის თუ არა მათთან და ცოცხალია თუ მკვდარი.

"ამ ბიჭის ძმა, რომელიც ახლა დაღუპულია, ომის ვეტერანი იყო.

გელა ნადირაძე არ ჩანს არც დაკავებულთა შორის, არც საავადმყოფოები იძლევიან ინფორმაციას, არის თუ არა მათთან და ცოცხალია თუ მკვდარი.

გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ.

სხვა რა დავწერო და ეს რას ნიშნავს, სახელის დარქმევა არ მგონია, გაგიჭირდეთ" - წერს ნათია ფანჯიკიძე.