loader

"იმედის" ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი საქართველოს მთავრობას მიმართავს - "როდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას, ასე ხდება..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედის" ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი საქართველოს მთავრობას მიმართავს - "როდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას, ასე ხდება..."

ტელეკომპანია "იმედის" ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"როდესაც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას, ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს.

"მშვიდობის ქალაქს", "ევროპულ ქალაქს", როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში

პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული, ამ ბეწვის ხიდზე, რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები, საქართველოს მთავრობა" - წერს ამირეჯიბი.