loader

სპეცრაზმი მიმდებარე ტერიტორიების გარდა, პარლამენტის წინაც განთავსდა- კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცრაზმი მიმდებარე ტერიტორიების გარდა, პარლამენტის წინაც განთავსდა- კადრები ადგილიდან

საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა.

ვითარება ადგლზე მას შემდეგ შეიცვალა, რაც რაც აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს და შენობის შესასვლელებთან ნაგვის ურნები განალაგეს.

მათი მიმართულებით კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები წამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ამ წუთებში ჭიჭინაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები პოლიციის წინააღმდეგობის შედეგად რუსთაველის გამზირის მხარეს ჩავიდნენ.

აქციის მონაწილეები პროტესტს აგრძელებენ. ისინი სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო“