loader

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან საპოლიციო ძალები განარიდეს, თავისუფლების მოედანზე კი აღჭურვილობა რჩება- კადრები მიმდებარე ტერიტორიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან საპოლიციო ძალები განარიდეს, თავისუფლების მოედანზე კი აღჭურვილობა რჩება- კადრები მიმდებარე ტერიტორიიდან

პარლამენტის ყველა შესასვლელი პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმა და წყლის ჭავლის მანქანამ დატოვა.

მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა და შენობასთან მდებარე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში გადაინაცვლა.

ტერიტორიიდან სამართალდამცავების გასვლას შეკრებილების მხრიდან ოვაციები და სტვენა მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ “რუსებო “, "მონებო".მ

ანამდე, აქციის მონაწილეებმასდსს-ის შენობის შესასვლელ კარს გაუკეთეს წარწერა “რუსებო", "ომონი”.აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩიდან ახლა, 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ პარლამენტის შენობის მიმდებარე სხვა ტერიტორიებზეც.

ისმის შეძახილები “საქართველო”.