loader

“83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს!“- თამარ კორძაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს!“- თამარ კორძაია

თამარ კორძაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობა დააანონსა, ამიტომ თუ რომელიმე მათგანს თუ რამე დაემართება მისი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება.

„ერთი საათით ადრე ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენ მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანის სადარაჯოზე. რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს დღეს პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ“, - განახადა თამარ კორძაიამ.