loader

ხმაური და შეხლა- შემოხლა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და შეხლა- შემოხლა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: „მონებო რუსებო“.

ამ დროისთვის შეხლა-შემოხლის ფონზე ხალხის ნაკადი პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიიდან ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიას მოქალაქეებს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ატოვებინებენ.