loader

“ვიყავი ძალადობის ქვეშ; მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი“- კესარია აბრამიძემ ქვეყანა დატოვა და უმძიმეს დეტალებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიყავი ძალადობის ქვეშ; მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი“- კესარია აბრამიძემ ქვეყანა დატოვა და უმძიმეს დეტალებზე საუბრობს

კესარია აბრამიძემ ქვეყანა დატოვა და უმძიმეს დეტალებზე საუბრობს.

“მოგესალმებით, მეგობრებო.

თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში. ხშირად მეკითხებიან, რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და, ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილი რთული სიტუაციისთვის. აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას!

აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა... Mari Xelashvili თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან!

არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, ფაქტია, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები, ჩემთანაც მოხდა“ - წერს კესარია აბრამიძე.