“გუშინდელი ძალადობრივი აქცია სრულად აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა და წარიმართა - არ იყო სასიამოვნო ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი“- პრემიერი
“მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის - მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით “, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. პრემიერის შეფასებით, აღნიშნულით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ახლაც.