loader

"ხომ იმარჯვებთ არჩევნებში? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში?" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხომ იმარჯვებთ არჩევნებში? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში?" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას

გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ პოტენციური ცვლილებები განიხილება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სპეკულაციებს თავი დაანებონ.

„არავითარი პოტენციური კანონმდებლობა, პოტენციური ცვლილებები არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება. აქაც გამოჩნდა თქვენი რეალური სახე. ანუ ახლა არ არის მძიმე, მერე დაამძიმებთო. მერე აპირებთ რაღაცის შემოცურებასო. აქ გაიშიფრეთ მარტივად, რომ ეს მართლაც არ არის მძიმე რეგულაციები, რომლებიც ვინმეს ტვირთად დააწვება. პოტენციურად რისკს ვხედავთ, რომ ჰიპოთეტურად, თეორიულად, ოდესღაც, თურმე, შეიძლება ეს გამკაცრდეს და სხვა კანონებში შევიდეს ცვლილებაო. ეს არის ტყუილი. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ თავი დაანებეთ ასეთ ტყუილებს და სპეკულაციებს. თან ხომ მოდიხართ გამარჯვებით, კაცო, ამ არჩევნებზე? ხომ იმარჯვებთ? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში? რა თქმა უნდა, გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ" ,- განაცხადა ოხანაშვილმა.