loader

"პირდაპირ შეგიძლიათ დამიძახოთ "ქოცი" - ხატია სიჭინავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირდაპირ შეგიძლიათ დამიძახოთ "ქოცი" - ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში "საერთო სახალხო შეკრებაზე" ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

"მართალი გითხრათ, პირველად ვნახე ასე ახლოს ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლისა მის არხზე ვმუშაობდი და კაიზერ სოზესავით ვეძებდით ყველა თანამშრომელი.

თითქმის ყოველკვირა დარიცხული ბონუსებისთვის ბოლოს ლამის თამუნა გომართელი მეგონა გადაცმული, ისე მაინტერესებდა, ვინ იყო. თამუნაც იქ მუშაობდა.

როცა ვუსმენდი, მივხვდი, რომ თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია ასე აიყვანო წლების განმავლობაში.

მე ვისმენდი მართლა შეძახილებს მისი მისამართით - მიყვარხარ, ყვიროდნენ ირგვლივ.

მოკლედ, ის მინდოდა მეთქვა, არ იწვალოთ, პირდაპირ შეგიძლიათ დამიძახოთ "ქოცი".

ბრავო! ძალიან მაგარი მესიჯები იყო!" - წერს ხატია სიჭინავა.