loader

"ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, ამიტომ მივმართავ პოლიციელებს..." - გიორგი გახარიას ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, ამიტომ მივმართავ პოლიციელებს..." - გიორგი გახარიას ბრიფინგი

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს - არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.

გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად.