loader

"ვის შეაგინე, შე საცოდავო ჭიაღუავ?" - რომან გოცირიძე ანრი ოხანაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვის შეაგინე, შე საცოდავო ჭიაღუავ?" - რომან გოცირიძე ანრი ოხანაშვილს

ანრი ოხანაშვილთან მაქვს შემდეგი შეკითხვა: ვის შეაგინე, შე საცოდავო ჭიაღუავ? შე ნაძირალავ, შენ? ვის შეაგინე, ვის?! - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო.

„ბატონო რომან, ადგილიდან მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ, გაფრთხილებული ხართ ადგილიდან მიკროფონის გარეშე საუბრისთვის“, - მიმართა პაპუაშვილმა გოცირიძეს.