loader

"ხომ არასდროს "დამითაგიხარ", რაც წამოვედი! 4 წელია უკვე, რაც სიტყვა არ დამიძრავს! გუშინდელი ღამის მერე აი, ამას გეტყვი..." - კახა კალაძეს ყოფილი მოადგილე მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხომ არასდროს "დამითაგიხარ", რაც წამოვედი! 4 წელია უკვე, რაც სიტყვა არ დამიძრავს! გუშინდელი ღამის მერე აი, ამას გეტყვი..." - კახა კალაძეს ყოფილი მოადგილე მიმართავს

თბილისის მერს, კახა კალაძეს, სოციალურ ქსელში ყოფილი მოადგილე, "ფორმულას" გადაცემა "მე-17 სართულის" წამყვანი სოფო ხუნწარია მიმართავს.

"ხომ არასდროს "დამითაგიხარ", რაც წამოვედი, არასდროს არაფერი მითქვამს! 4 წელია უკვე, რაც სიტყვა არ დამიძრავს და ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც მერიაში დავტოვე, არასდროს მიკადრებია, რამე მიმეწერა მათთვის! ყველას თავისი არჩევანი აქვს.

გუშინდელი ღამის მერე აი, ამას გეტყვი: ასე რამ დაგამდაბლა, ასე როგორ ჩაყევი კუბოში, რომ პირველი, ვინც სძულთ, შენ ხარ! ასე როგორ დაეცი, რომ შენი შვილის ტოლა ახალგაზრდების ცემას და სისხლის ღვრას ამართლებ.

ხომ ვიცი, რასაც ფიქრობ გულში, ჰო და ეგრეა!

უკვე კი არ ტეხავს, უკვე სირცხვილიც აღარაა, რაღაც სხვა ქვია იმას, რაც ხდება.

არც ახლა დავთაგავ, დადებული არ მექნება, ისედაც ჩაუგდებენ გოშიები! დაე, იარეთ თქვენი სიმართლით" - წერს ხუნწარია.

კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გუშინ საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს წესრიგის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.