loader

"უნდა მეთქვა, რომ "ჩმორი" ვარ" - რა თქვა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა მეთქვა, რომ "ჩმორი" ვარ" - რა თქვა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში?

მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ [სპეცრაზმელები] თუ გაინტერესებთ: როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ „შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებამ მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“. ამბობდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, სპეცრაზმელები მას ეუბნებოდნენ, რომ უნდა ეთქვა, რომ „ჩმორია“ და აღარ სცემდნენ, თუმცა, როცა ამაზე მიიღეს პასუხი, კიდევ უფრო სცემეს.

ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობას სთხოვა, რომ იქნებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ და ქვეყნის ინტერესები დაიცვან.