loader

მამუკა არეშიძის სკანდალური ინტერვიუ - „ვიცი, ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა, ამას პირველად ვამბობ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა არეშიძის სკანდალური ინტერვიუ - „ვიცი, ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა, ამას პირველად ვამბობ"

გაყოფილი საზოგადოება, აქციები და "უცხოური გავლენის გამჭვი­რვალობის შესახებ" კანონპროექტი - დაძაბულობა პიკს აღწევს. როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მამუკა­ არეშიძემ­ განაცხადა, საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება და ერის გაყოფა "რუსეთის იმპერიის ხელწერაა", რომელიც მუდმივად ცდილობს ქართველებში შუღლის გაღვივებას. წლების განმავლობაში­ როგორ აპირისპირებდა რუსეთი ქართველებს და ვის აწყობს საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

- ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. თბილისის­ ომის დროს რუსები იარაღით ორივე მხარეს ამარაგებდნენ. როცა სასტუმრო "თბილისი" იწვოდა, კიტოვანის მომხრეები "იმელში" იყვნენ გადასული. მეც იქ ვიყავი, იმიტომ, რომ იმხანად ოპოზიციაში ვიყავი. სამწუხაროდ, ჩართული ვიყავი იმ პროცესში. ჩართულობას იმიტომ კი არ ვნანობ, რომ პოლიტიკური გემოვნება შემეცვალა, არამედ იმიტომ, რომ ძმათა მკვლელი ომის მონაწილე ვიყავი. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა როგორ იცლებოდა "იმელის" შენობასთან. იმ ავტომობილის დაცვაში იყვნენ რუსული სპეცდანიშნულების რაზმ "ღამუ­რების" წევრები. ამას განმასხვავებელი ნიშნით მივხვდი, რომელიც ეკეთათ. ნახევარი მანქანა რომ ჩამოცალეს, ვკითხე, რატომ არ ცლით ბოლომდე-მეთქი, და მიპასუხეს, დანარჩენი იქითა მხარისთვის მიგვაქვსო. თუ არ ვცდები, ეს იყო 1992 წლის იანვრის დასაწყისი.

ვიცი, რომ ეს ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა და მომავალმა თაობამ. სხვათა შორის, ამას პირველად ვამბობ. რუსეთს არც ერთი მხარე არ აინტერესებდა, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერთმანეთს წაჰკიდებოდა ხალხი, მთავარი იყო, აქ დაძაბულობის კერა შექმნილიყო.

- წლების განმავლობაში რატომ ვერავინ გაშიფრა რუსეთის ტაქტიკა?

- იმ მცირერიცხოვან ქართველებს, რომლებსაც მაშინ უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ, მაგალითად, სამხედროებს, რომლებმაც იცოდნენ, რა მეთოდოლოგიით მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურები, არავინ უსმენდა. რუსებმა კიტოვანის ხასიათის თავისებურება გამოიყენეს, რომ აფხაზეთში შეჭრილიყო ტანკებით, ამისთვის ახალციხის ბაზა დაშალეს, მთელი შეიარაღება გადასცეს და უთხრეს, შეგიძლია ის გზა, რომელიც ჩაკეტილი აქვთ ავაზაკებს, გახსნა და იქ ტყვედ მყოფი რომან გვენცაძე (საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) და სანდრო კავსაძე (საქართველოს ყოფილი მთავრობის ვიცე-პრემიერი) გაათავისუფლოო. კიტოვანი გახარებული იყო, რუსები მხარს მიჭერენო და... ამასობაში იქ დახვდა კბილებამდე შეიარაღებული აფხაზთა გვარდია, რომელიც ასევე შეაიარაღეს რუსებმა. ეს სურდათ რუსებს, რომ დაეპირისპირებინათ ქართველები და აფხაზები ერთმანეთისთვის.

ვრცლად წაიკითხეთ სტატია ბმულზე>>>