loader

"ნუ ურტყამთ" - სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ცემის კადრები ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ ურტყამთ" - სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ცემის კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ცემის კადრები ვრცელდება.

ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა. ის კლინიკაში რჩება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.

„საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეები, არამედ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობას. კადრებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას“, - აღნიშნა დარახველიძემ.

ვიდეო: "მთავარი არხი"