loader

"ხალხი, ძირითადად, იყო ძალიან ღარიბი სოფლებიდან, უმეტესად, ხანშიშესული და აშკარად გაჭირვებული ადამიანები" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხი, ძირითადად, იყო ძალიან ღარიბი სოფლებიდან, უმეტესად, ხანშიშესული და აშკარად გაჭირვებული ადამიანები" - მიხეილ სააკაშვილი

"რა მომხვდა თვალში: იმ ხალხის ნახევარი, რომელიც რეგიონებიდან ჩამოიყვანეს აქციამდე არ მივიდა. აშკარად ბევრად ნაკლები ხალხი იყო მიყვანილი, ვიდრე გუშინწინდელ, თავისით მოსულთა აქციაზე. ივანიშვილის გამოსვლის დროს რუსთაველი ჩააბნელეს, რათა მას არ დაენახა, რომ აქცია იშლებოდა - აქციაზე არ იყო თბილისი და პრაქტიკულად, არ იყო ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი.

ხალხი, ძირითადად, იყო ძალიან ღარიბი სოფლებიდან, უმეტესად, ხანშიშესული და აშკარად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან და უარი ვერ თქვეს წამოსვლაზე.

ძალიან ბევრმა მასწავლებელმა დადო პოსტი, რომ არ წავიდნენ რუსთაველზე, დიდი მადლობა მათ! ივანიშვილი აშკარად გაბრაზებული იყო სიტუაციაზე, მოტეხილი და შეშინებული.

დაიმუქრა, რომ თუ არჩევნებს წააგებს, ყველას დაიჭერს. გუშინწინდელ აქციაზე ყველა იღიმებოდა, გუშინ ყველა ივანიშვილივით გაბრაზებული, ან მოწყენილი იყო. გუშინ აქციაზე იდგა საქართველოს შეუმდგარი წარსული და გუშინწინ ჩვენი ნათელი მომავალი.გუშინწინდელი დღის შემდეგ, მე რომ ქოცი ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი," - წერს სააკაშვილი.