"გუშინ ვნახე დამშეული, გაღატაკებული ხალხი, რომლებიც მზად არიან 2 კაპიკზე თბილისში გამოისეირნონ; ხომ არ გგონიათ, ხმას მოგცემთ ეგ ხალხი?!" - სალომე სამადაშვილი
თქვენ ხართ დასრულებული პოლიტიკური ძალა. გუშინ ეს დასრულება გაფორმდა, გაფორმდება არჩევნებზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, შეშინებული მთავრობა საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, დიქტატურის დამყარებას, ქართული სახელმწიფოს გაუქმებას და ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარის თქმას ჰპირდება საზოგადოებას.