loader

"მიცვალებულს ვერ ჩავაცვით, ისე იყო დასახიჩრებული" - უმძიმესი ამბავი, ნავთლუღის ბაზართან გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა - - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიცვალებულს ვერ ჩავაცვით, ისე იყო დასახიჩრებული" - უმძიმესი ამბავი, ნავთლუღის ბაზართან გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა -

თბილისი, 2024 წლის 3 მარტი. ნავთლუღის ბაზარში არსებულ დაცვის ჯიხურში ხანძარი ჩნდება. ოთახში 64 წლის მამაკაცია. ცეცხლმოკიდებული ოთახიდან დაცვის თანამშრომელი გასვლას ვერ ახერხებს.

დღეს მოგიყვებით ამბავს ტრაგიკულად გარდაცვლილ პაატა ნასრაშვილზე.

პაატა ნასრაშვილი შპს. "2001"-ში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვის სამსახურში მუშაობდა. ცვლას 3 დღეში ერთელ მეწყვილესთან ერთად ასრულებდა.

ხანძრის გაჩენის დროს თანამშრომელი შემოვლაზე იმყოფებოდა, პაატა კი დაცვის პატარა ხის ოთახში დასასენებლად დაბრუნდა.

ჯიხურში გორგოლაჭიანი სკამი და სპირალზე მომუშავე გამათბობელი იდგა. ოჯახის ინფორმაციით, ღია ტიპის გამათბობლის სადენებმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ხანძარიც სწორედ აქედან გაჩნდა.