"ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის განცხადებებს" - ირაკლი კობახიძე
"ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის განცხადებებს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემდე სიტყვით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა.