loader

რა უთხრა გურამ მაჭარაშვილმა ხატია დეკანოიძეს, რის შემდეგაც დეპუტატმა მას წყლის ბოთლი ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უთხრა გურამ მაჭარაშვილმა ხატია დეკანოიძეს, რის შემდეგაც დეპუტატმა მას წყლის ბოთლი ესროლა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.

დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.

"სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.

აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის.

"შე ტუტუცო ქალო, გაბრძანდით აქედან. საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ ჩამოხვედით, უნდა გრცხვენოდეთ. ფსკერი ხართ, მეტი არაფერი, ფსკერზე ქვემოთ ხართ", - მიმართა მიქანაძემ დეკანოიძეს.

თავის მხრივ, დეკანოიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა:

"არ გინდათ შინაარსის მოსმენა. ანრი, პატარა ძალაუფლება ჩაგიგდიათ და შენ გგონია, რომ ამ ძალაუფლებით ვინმეს შეაშინებ, მაგრამ არარაობები ხართ ყველა. როგორ არ გრცხვენია კომიტეტის თავმჯდომარე ხარ. ლეგიტიმური პროცესი არ არის ეს", - აღნიშნა დეკანოიძემ.

საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.