loader

"ვერ ვაკავებდი, დაუკითხავად გადიოდა, ცუდ წრეში იყო, სკოლაშიც აღარ დადიოდა" - რას ამბობს დედა, რომლის 14 წლის შვილს თბილისში მეორე დღეა, რაც ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ვაკავებდი, დაუკითხავად გადიოდა, ცუდ წრეში იყო, სკოლაშიც აღარ დადიოდა" - რას ამბობს დედა, რომლის 14 წლის შვილს თბილისში მეორე დღეა, რაც ეძებენ

თბილისში 14 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც დაკარგული გოგონას დედა "მთავარს" ატყობინებს, ანასტასია შაროიანი გუშინ, დაახლოებით დილის 10:30-ზე, გავიდა სახლიდან, ავჭალის ტერიტორიაზე და არ დაბრუნებულა. დედის ცნობით, საქმის კურსშია პოლიციაც.

"თავისებური ბავშვი იყო, სახლიდან გადიოდა დაუკითხავად, ვერ ვაკავებდი. რაღაც რომ უთხრა, პოლიციას გამოგიძახებს. ხომ იცით, როგორც არის? გუშინ უბანში იყო. როგორც ბავშვებმა მითხრეს, 2 თვეზე მეტია სკოლაში არ უვლია, ცუდ წრეში იყო", - ამბობს ანასტასიას დედა დიანა აბდოიანი.