loader

დათო ევგენიძის თქმით, მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციებით ვრცელდება - "ყველაფერ რუსულის წინააღმდეგი ვარ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათო ევგენიძის თქმით, მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციებით ვრცელდება - "ყველაფერ რუსულის წინააღმდეგი ვარ..."

მუსიკოს დავით ევგენიძის თქმით, მისი ციტატა - "მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები. მადლობა, რომ ქართველი ვარ" - არასწორი ინტერპრეტაციებით ვრცელდება.

როგორც დავით ევგენიძემ "ნეტგაზეთს" განუცხადა, ეს ფრაზა საბავშვო მუსიკალურ პროექტ"რანინას" ერთ-ერთი მონაწილის შეფასებისას თქვა, რომელმაც კონკურსში "ჩაკრულო" შეასრულა. მისი თქმით, გადაცემა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ჩაიწერა, როცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა.

"ძალიან სასაცილოა [ინტერპრეტაციები, რომლებიც ამ ნათქვამს მოჰყვა] და გეტყვით რატომ: მე ეს ციტატა ვთქვი "რანინაზე". ეს იყო ჩანაწერი, რომელიც ეთერში გავიდა ამ შაბათს. ამ დროს, ეს იყო [ჩაწერილი] თებერვლის დასაწყისში.

"ჩაკრულოში" არის ასეთი ტექსტი: "მუხრან ბატონის ყმობითა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა" და "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია". სიმღერასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ საქართველოს არ ეყოლება ბატონი-მეთქი. კონკრეტულ სიმღერასთან დაკავშირებული კომენტარია. ეს გამოიყენეს … ცოტა სასაცილო არის უკვე, რაც ხდება. აბსურდია. კონტექსტს მოუსმინონ, სიმღერას მიუსმინონ და მიხვდებიან. ყველაფერს. სიმღერაშია, "ჩაკრულოშია"… ქართული თუ არ იციან, ეგ მაგათი პრობლემაა...

რუსი ბატონი უნდათ? მაინტერესებს, რუსი არ იყო ჩვენი ბატონი? არ ცდილობდა, რომ ყოფილიყო? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ერის წარმომადგენელია ბატონი. მე ბატონი არ მინდა.

მე ვერ ვაძლევ ვერანაირ კომენტარს, როცა არ ვიცი კანონი. ზედაპირულად მე კომენტარებს ვერ ვაკეთებ. მე ვინმემ უნდა გამარკვიოს, მითხრას, რა კანონია. თუ რუსულია, მაშინ წინააღმდეგი ვიქნები. ყველაფერ რუსულის წინააღმდეგი ვარ. ოკუპირებული აქვთ ჩვენი სამოთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ევროინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ახლა კი არა, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ყოველთვის მივილტვოდით ევროპისკენ. სულხან-საბასგან დაწყებული და ერეკლე II-სგან ჩავვარდით რუსების ხელში, სამწუხაროდ. რა ვთქვა მეტი. მე თვითონ შვილი მყავს პარიზში. აქ რომ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინ ვცხოვრობდი ევროპაში და ოთხი წელი კანარის კუნძულებზე, საფრანგეთსა და ნიუ-იორკში 1988 წელს. მე ნუ მასწავლიან, რა არის დასავლეთში. რუსეთიდან, ვაგინე და ისე წამოვედი, გადარჩენილი ვარ, რომ არ მომკლეს. არ შეიძლება ბულინგის ენით საუბარი ყველას მიმართ" - ამბობს დავით ევგენიძე.