loader

ზურა ყიფშიძის პირველი კომენტარი მის და მისი შვილიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურა ყიფშიძის პირველი კომენტარი მის და მისი შვილიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს რომ ავ­ყვეთ, ვერ გავ­ჩერ­დე­ბით. მე რომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს კო­მენ­ტა­რი და­ვუ­წე­რე ნა­ხევ­რად იუ­მო­რით, ისე­თი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა მი­ვი­ღე, სა­სა­ცი­ლოც კია. სირ­ცხვი­ლია, რა ამ­ბა­ვიც აა­გო­რეს. ნა­ტა­ლი­კო ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის მუ­სი­კას უს­მენს, "ბითლზის" ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბოლო ოთხი ფოტო სწო­რედ მას ვა­ჩუ­ქე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვაქვს, იმი­ტო­მაც მივ­მარ­თე ასე იუ­მო­რით! რა ვი­ცო­დი, თუ ასეთ აჟი­ო­ტაჟს გა­მო­იწ­ვევ­და, თო­რემ სულ არ დავ­წერ­დი არა­ფერს, ისე ვე­ტყო­დი, ყურ­ში... მწყინს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გეს, რა და რო­გორ არის, იყე­ნე­ბენ მათ და ესაა სა­წყე­ნი. ეს ბავ­შვე­ბი უჭ­კუ­ო­ე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ასე არაა, პი­რი­ქით, აზ­როვ­ნე­ბენ, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და უც­ბად... რა არის ეს?" - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ "კვირის პალიტრას" განუცხადა.

- თქვენთვის მიუღებელია, რომ იმ აქციაზე დგანან?

- რასაკვირველია. ჯერ ერთი, უნდა გაერკვე ადამიანი, რა კანონია და რა ხდება. რაც არ ვიცი, მე იმაში ცხვირს არ ვყოფ.

ჩემი შვილიშვილები ჩემს ხელში გაიზა­რდნენ, ნიკუშა 23 წლისაა და ახლაც ჩემთანაა. ნატალია გადავიდა, თორემ ხშირად­ მოდის, თავის პატარა და-ძმას ეფერება, უვლის. მწყინს, რომ ალექსანდრე, ჩემი შუათანა შვილიშვილი, ცოტა დაგვეკარგა. გენიოსი ბიჭია. მე და ნატალიას აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს­, როგორიც ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეთ.

ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>>