loader

"დატოვეთ სხდომათა დარბაზი!"- დაპირისპირება პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დატოვეთ სხდომათა დარბაზი!"- დაპირისპირება პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა.

გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდა. ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

„ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი! არაერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე. გთხოვთ, გაბრძანდით! გთხოვთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!“ - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა: „ჩუმად ვიჯდები“.

„არა, არა, პროცედურას ნუ არღვევთ-მეთქი, არაერთგზის გთხოვეთ. ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი!“ - განაცხადა ოხანაშვილმა.