loader

"ჩვენს საპროტესტო მოძრაობას ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა" - რატი ამაღლობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენს საპროტესტო მოძრაობას ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა" - რატი ამაღლობელი

"ჩვენს საპროტესტო მოძრაობას - „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა", - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

„კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეებთან ერთად გამომსვლელები.

„ჩვენს საპროტესტო მოძრაობას - „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, საქართველოს გაზაფხული და ჩვენ ვამბობთ - „კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია!“ - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები პერიოდულად ერთად სკანდირებენ: "საქართველო".

ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.