loader

"მე ვიმღერებ თქვენთვის" - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვიმღერებ თქვენთვის" - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

"ევროვიზიის" ქართველი მონაწილე, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ხმის მიცემის პროცედურას განმარტავს:

"საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნებიდან და პლიუს იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. ამ ქვეყნების სრული სია და ზუსტი ნომრები თუ როგორ დამირეკოთ და დამიმესიჯოთ განთავსებული იქნება როგორც ჩემს, ასევე "პირველი არხის" და სხვა არხების სოციალური მედიის გვერდებზე. ასევე, თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ მონაწილეობს და შესაბამისად ხმას ვერ აძლევს ჩვენს ნახევარფინალში ზარით და სმს - ით, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს - www.esc.vote და ხმა მომცეთ, ონლაინ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ხმის მიცემა არამონაწილე ქვეყნებისთვის დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება მეორე ნახევარფინალის დაწყებამდე. ხმის მიცემის ბმულიც გამოქვეყნდება ჩვენ ნახევარფინალამდე 24 საათით ადრე, ყველა სოციალურ მედიის პლათფორმაზე. სამწუხაროთ ონლაინ საშუალებითაც საქართველოდან ჩვენს ქვეყანას ვერ მიცემთ ხმას, ამიტომ უცხოეთში, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ქართველები ვერთიანდებით. მე ვიმღერებ თქვენთვის" - წერს ნუცა ბუზალაძე.