loader

რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომლის ადრესატიც ირაკლი კობახიძეა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომლის ადრესატიც ირაკლი კობახიძეა?

ოფიციალურად გამოქვეყნდა 14 ამერიკელი სენატორის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე გახდა.

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული ჯგუფი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ისინი იძულებულნი იქნებიან, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ.

სენატორთა წერილში აღნიშნულია, რომ ასეთი კანონი, მიღების შემთხვევაში, სერიოზულად შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის შეერთებული შტატების მრავალწლიან ურთიერთობას საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც ასევე წარმართავს საქართველოს გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.