loader

"რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?! - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ რეზოლუციას.

ღარიბაშვილის თქმით, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რა მიზანი ჰქონდა ამ რეზოლუციის მიღებას. მანამდე კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ევროპარლამენტის მიერ 2 წლის მიღებულ რეზოლუციაზე, რომელსაც ასევე „უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია“ უწოდა.