loader

"ეს უნდა ვთქვათ..." - ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს უნდა ვთქვათ..." - ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურება

არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 14 სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.

მისი შეფასებით, საჭიროა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, რადგან მისი შეფასებით ის გაუგებრობები აღმოიფხვრას, რომელიც მათთან არსებობს.