"ეს უნდა ვთქვათ..." - ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურება
არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 14 სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.
მისი შეფასებით, საჭიროა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, რადგან მისი შეფასებით ის გაუგებრობები აღმოიფხვრას, რომელიც მათთან არსებობს.