loader

პარლამენტთან ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება - დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება - დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გაიმართება

პარლამენტთან ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება. დღეს აქცია რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე ისევ გაიმართება.

სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ საზოგადოების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს. მათივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას არ მისცემენ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდეს.