"ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ბოლომდე არ მოსწყდება რუსულ გავლენას" - რას ამბობს ნიაზ დიასამიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე?
ambebi.ge-მ მუსიკოს ნიაზ დიასამიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და სპორტის გარდა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც ესაუბრა:
"სამწუხაროდ, დღესაც - 35 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს რუსეთსა და მის გავლენაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ბოლომდე არ მოსწყდება რუსულ გავლენას. რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა. ეს ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არიან დაბადებული, ბოლომდე აცნობიერებენ თავისუფლების ფასს და ვერც ხვდებიან, რატომ უნდა ისწრაფოდნენ რუსეთისკენ, საერთოდ რა დაგვრჩენია იქ?! საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველო არის ევროპა და აღარასდროს უნდა დაბრუნდეს არც ერთ რუსულ ნარატივში! გვყავს ახალი, ბოლომდე თავისუფალი თაობა, რომელმაც სამუდამოდ უნდა დაასრულოს რუსეთის მიმართ ეს ერთგვარად ნოსტალგიური“ განწყობა."
ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/308924-rusetisken-chveni-mibrunebis-am-gautavebeli-mcdelo/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2gMV7ZNoAJqm2P_TvIhmzvaTmkE4Za1IW4Zb41SDSl4CKDllCOVJzlxBY_aem_AZk8kXV0yZvFMgQDjR4UitYL2z5k2SU7lsA15DDWxpX2YnFYfEQEW0ZKHKhoQWZw3g0EUE7xb24cckhMnELxeohf